notariusebi დამოუკიდებელი სერვისია: სანოტარო ფასების კალკულატორი და თარგმნის ბიურო თბილისში. ჩვენ არ ვართ სახელმწიფოს ან საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ოფიციალური რესურსი და სანოტარო მოქმედებებს არ ვასრულებთ.
ტარიფებს ვიღებთ პირდაპირ №507 დადგენილებიდან და ყოველი ცვლილებისას ვაახლებთ. საბოლოო თანხას ყოველთვის ნოტარიუსი ადასტურებს.
სავალდებულო სანოტარო ფორმის გარიგებაზე ფასი მხოლოდ ტარიფით დგინდება. სხვა მომსახურებაზე ნოტარიუსს შეუძლია ფასი თქვენთან შეათანხმოს, ხოლო დღგ-ს გადამხდელი ნოტარიუსი საზღაურს 18%-ს ამატებს.
გამოთვლა ეყრდნობა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილებით დამტკიცებულ ტარიფებს. საბოლოო თანხას ნოტარიუსი ადასტურებს: მას შეუძლია დღგ დაამატოს, ან, სადაც კანონი ამის საშუალებას იძლევა, ფასი თქვენთან შეათანხმოს.
სანოტარო საზღაური, ელექტრონულ სანოტარო რეესტრში რეგისტრაციის საფასური (5 ₾, დღგ-ს ჩათვლით) და დღგ, თუ ნოტარიუსი მისი გადამხდელია. რეესტრის საფასური არ ემატება ასლის დედანთან სისწორის დამოწმებას.
სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახის წევრს, თუ სარეიტინგო ქულა 65 000-ს არ აღემატება, და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბაზაში რეგისტრირებულ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანს. შეღავათი ვრცელდება ანდერძზე (10 ₾), ფიზიკური პირის მინდობილობაზე (10 ₾), ასლის დამოწმებაზე (0,5 ₾ გვერდზე), ბიუროში დაცული დოკუმენტის ასლზე (3 ₾) და ფაქტების დადასტურებაზე (2 ₾).
თუ გარიგებას კანონით სანოტარო ფორმა სჭირდება, საზღაური მხოლოდ ტარიფით დგინდება. სხვა გარიგებებსა და მომსახურებაზე ფასი ნოტარიუსთან შეთანხმებითაც შეიძლება განისაზღვროს, სირთულის, კონსულტაციის, ტექნიკური სამუშაოსა და დახარჯული დროის გათვალისწინებით. სხვაობას დღგ-ც ქმნის.
დიახ, თუ საქართველოს მოქალაქე ხართ ან ბინადრობის მოწმობა გაქვთ. დაგჭირდებათ კომპიუტერი, ინტერნეტი, ვებკამერა და ყურსასმენი. საზღაური ფიზიკური პირისთვის 60 ₾-ია, იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისთვის 90 ₾. იგივე ფასი ვრცელდება ცვლილებასა და გაუქმებაზე.
დიახ. გამოგზავნეთ დოკუმენტის ფოტო WhatsApp-ით ნომერზე 501 113 200 და ფასსა და ვადას შეგატყობინებთ.