ხელმომწერი
ხელს აწერს სანოტარო აქტს მარწმუნებლის ნაცვლად, მისი თხოვნით, და ესწრება მოქმედების შესრულებას.
- შეიძლება იყოს მონაწილის ნათესავი
- არ შეიძლება იყოს თავად სანოტარო აქტის მონაწილე
როგორ დაამოწმოთ დოკუმენტი ონლაინ, როდის სჭირდება აპოსტილი, როგორ მუშაობს მედიაცია და სად მოითხოვოთ ასლი სანოტარო არქივიდან. ფასები იხილეთ ტარიფების გვერდზე.
განცხადება, თანხმობა და მინდობილობა შეიძლება ვიდეოკავშირით დამოწმდეს. ამას ასრულებს საქართველოში მოქმედი ნებისმიერი ნოტარიუსი, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით.
ფასი ვრცელდება განცხადების და მინდობილობის დადასტურებაზე, მათ შორის ცვლილებასა და გაუქმებაზე.
ხელს აწერს სანოტარო აქტს მარწმუნებლის ნაცვლად, მისი თხოვნით, და ესწრება მოქმედების შესრულებას.
ესწრება მოქმედებას მოწმის სტატუსით და ისიც აწერს ხელს სანოტარო აქტს.
შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, ორი ან მეტი ნოტარიუსის მონაწილეობით.
ნოტარიუსების რუკააირჩიეთ ქვეყანა, სადაც დოკუმენტს წარადგენთ. გაჩვენებთ, რა სჭირდება და რაში დაგეხმარებით.
გერმანია 1961 წლის ჰააგის კონვენციის მონაწილეა. დოკუმენტს აპოსტილი სჭირდება, საკონსულო ლეგალიზაცია საჭირო არ არის.
ქვეყანა ჰააგის კონვენციის მონაწილე არ არის, ამიტომ დოკუმენტს ლეგალიზაცია სჭირდება. ზუსტი მოთხოვნები გადაამოწმეთ მიმღებ დაწესებულებასთან.
დავის მოგვარება სასამართლოს გარეშე, მედიატორი ნოტარიუსის დახმარებით. ეხება სამემკვიდრეო, საოჯახო, სამეზობლო და სხვა ქონებრივ თუ არაქონებრივ სამოქალაქო დავებს. შეხვედრა შეიძლება ბიუროშიც ჩატარდეს და მის გარეთაც.
სანოტარო არქივიდან ან ელექტრონული რეესტრიდან დოკუმენტის დამოწმებული ასლი ან ინფორმაცია. ფასი ვადაზეა დამოკიდებული.
საფასური წინასწარ იხდება და გადახდის ქვითარი განცხადებას ერთვის. დანიშნულება: „სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივის საზღაური“.
საფუძველი: პალატის გამგეობის თავმჯდომარის 2017 წლის 29 დეკემბრის №165/ს ბრძანება და მთავრობის №507 დადგენილება.
პასუხი ვერ იპოვეთ? მოგვწერეთ WhatsApp-ში
თუ გარიგებას კანონით სანოტარო ფორმა სჭირდება, საზღაური მხოლოდ ტარიფით დგინდება. სხვა გარიგებებსა და მომსახურებაზე ფასი ნოტარიუსთან შეთანხმებითაც შეიძლება განისაზღვროს, სირთულის, კონსულტაციის, ტექნიკური სამუშაოსა და დახარჯული დროის გათვალისწინებით. სხვაობას დღგ-ც ქმნის.
დიახ, თუ საქართველოს მოქალაქე ხართ ან ბინადრობის მოწმობა გაქვთ. დაგჭირდებათ კომპიუტერი, ინტერნეტი, ვებკამერა და ყურსასმენი. საზღაური ფიზიკური პირისთვის 60 ₾-ია, იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისთვის 90 ₾. იგივე ფასი ვრცელდება ცვლილებასა და გაუქმებაზე.
სრულწლოვანი, ქმედუნარიანი და წერა-კითხვის მცოდნე პირი, რომელიც მოქმედებიდან სარგებელს არ იღებს. მოწმე არ შეიძლება იყოს მხარის ან ნოტარიუსის ნათესავი აღმავალი და დამავალი ხაზით მესამე რიგის ჩათვლით, არც მონაწილე იურიდიული პირის დაქირავებული.
ტარიფების დადგენილება ყველა სანოტარო ბიუროში თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს გამოკრული. თუ მიგაჩნიათ, რომ საზღაური არასწორია, კანონით დადგენილი წესით შეგიძლიათ სასამართლოს მიმართოთ. ნოტარიუსის საქმიანობაზე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზიც მუშაობს: 2 405 599.
არა. notariusebi დამოუკიდებელი სერვისია და არ არის სახელმწიფოს ან ნოტარიუსთა პალატის ოფიციალური რესურსი.
ფასს, ვადას და საჭირო დოკუმენტებს დაგიზუსტებთ.