notariusebi სანოტარო ფასები და თარგმანი
შესვლა 501 113 200

სანოტარო გზამკვლევი

როგორ დაამოწმოთ დოკუმენტი ონლაინ, როდის სჭირდება აპოსტილი, როგორ მუშაობს მედიაცია და სად მოითხოვოთ ასლი სანოტარო არქივიდან. ფასები იხილეთ ტარიფების გვერდზე.

დამოწმება ონლაინ, ბიუროში მისვლის გარეშე

განცხადება, თანხმობა და მინდობილობა შეიძლება ვიდეოკავშირით დამოწმდეს. ამას ასრულებს საქართველოში მოქმედი ნებისმიერი ნოტარიუსი, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით.

ვის შეუძლია: საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ან საქართველოს ბინადრობის მოწმობის მქონე პირს.
რა დაგჭირდებათ
კომპიუტერი ინტერნეტი ვებკამერა ყურსასმენი
ფიზიკური პირი60 ₾
იურიდიული პირი, ი/მ90 ₾

ფასი ვრცელდება განცხადების და მინდობილობის დადასტურებაზე, მათ შორის ცვლილებასა და გაუქმებაზე.

ვინ უნდა ესწრებოდეს დამოწმებას

1

ხელმომწერი

ხელს აწერს სანოტარო აქტს მარწმუნებლის ნაცვლად, მისი თხოვნით, და ესწრება მოქმედების შესრულებას.

  • შეიძლება იყოს მონაწილის ნათესავი
  • არ შეიძლება იყოს თავად სანოტარო აქტის მონაწილე
2

მოწმე

ესწრება მოქმედებას მოწმის სტატუსით და ისიც აწერს ხელს სანოტარო აქტს.

  • სრულწლოვანი, ქმედუნარიანი, წერა-კითხვის მცოდნე
  • არ იღებს სარგებელს მოქმედებიდან, არც პირდაპირ და არც არაპირდაპირ
  • არ არის მხარის ან ნოტარიუსის ნათესავი აღმავალი და დამავალი ხაზით, მესამე რიგის ჩათვლით
  • არ არის მონაწილე იურიდიული პირის დაქირავებული

ხელშეკრულება ონლაინ

შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, ორი ან მეტი ნოტარიუსის მონაწილეობით.

ნოტარიუსების რუკა
  1. 1თითოეული მხარე თავის ნოტარიუსთანმხარეები მიდიან მათთვის მოსახერხებელ სანოტარო ბიუროებში.
  2. 2ნოტარიუსები ერთდებიან ვიდეოზეკავშირი მყარდება მხარეების თანდასწრებით, ონლაინ რეჟიმში.
  3. 3რამდენი ნოტარიუსი, იმდენი აქტითითოეულ აქტს ხელს აწერს ის მხარე, რომელიც იმ ნოტარიუსთან იმყოფება.

აპოსტილი თუ ლეგალიზაცია?

აირჩიეთ ქვეყანა, სადაც დოკუმენტს წარადგენთ. გაჩვენებთ, რა სჭირდება და რაში დაგეხმარებით.

გერმანია

აპოსტილი

გერმანია 1961 წლის ჰააგის კონვენციის მონაწილეა. დოკუმენტს აპოსტილი სჭირდება, საკონსულო ლეგალიზაცია საჭირო არ არის.

დაგეხმარებით:თარგმანინოტარიული დამოწმებააპოსტილი

არაბთა გაერთიანებული საამიროები

საკონსულო ლეგალიზაცია

ქვეყანა ჰააგის კონვენციის მონაწილე არ არის, ამიტომ დოკუმენტს ლეგალიზაცია სჭირდება. ზუსტი მოთხოვნები გადაამოწმეთ მიმღებ დაწესებულებასთან.

სანოტარო მედიაცია

დავის მოგვარება სასამართლოს გარეშე, მედიატორი ნოტარიუსის დახმარებით. ეხება სამემკვიდრეო, საოჯახო, სამეზობლო და სხვა ქონებრივ თუ არაქონებრივ სამოქალაქო დავებს. შეხვედრა შეიძლება ბიუროშიც ჩატარდეს და მის გარეთაც.

  • სწრაფი და იაფისასამართლოში წასვლა არ გიწევთ, საზღაური მხარეებთან შეთანხმებით დგინდება.
  • ნებაყოფლობითიმხარეები ნოტარიუსთან საკუთარი ნებით მიდიან.
  • მიუკერძოებელინოტარიუსი ორივე მხარის ინტერესს თანაბრად იცავს.
  • კონფიდენციალურინოტარიუსს არ აქვს უფლება, გაამჟღავნოს მედიაციისას გაგებული ინფორმაცია.
  • მორიგების აქტინოტარიუსი ადგენს და ამოწმებს აქტს, სადაც თითოეული მხარის ვალდებულებაა ჩაწერილი.
  • სასამართლოს განტვირთვამორიგების შემდეგ დავა სრულდება, საქმე სასამართლომდე არ მიდის.
მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის დავებში მედიატორის ჩართვა სავალდებულოა, მხარეები კი სანოტარო საზღაურს არ იხდიან.
მედიაციას მხოლოდ სერტიფიცირებული ნოტარიუსები ატარებენ. მედიატორი ნოტარიუსები

ნოტარიუსთა პალატის არქივი

სანოტარო არქივიდან ან ელექტრონული რეესტრიდან დოკუმენტის დამოწმებული ასლი ან ინფორმაცია. ფასი ვადაზეა დამოკიდებული.

ვადაასლიცნობა
4 სამუშაო დღეში15 ₾10 ₾
1 სამუშაო დღეში25 ₾20 ₾
განცხადების დღესვე35 ₾30 ₾

საფასური წინასწარ იხდება და გადახდის ქვითარი განცხადებას ერთვის. დანიშნულება: „სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივის საზღაური“.

საქართველოს ბანკიGE35BG0000000339738800 ლიბერთი ბანკიGE93LB0121115451129000

საფუძველი: პალატის გამგეობის თავმჯდომარის 2017 წლის 29 დეკემბრის №165/ს ბრძანება და მთავრობის №507 დადგენილება.

სასარგებლო ბმულები და ცხელი ხაზები

ცხელი ხაზები

ნოტარიუსთა პალატა2 206 777 იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია2 405 599 ჩვენ: ფასი და თარგმანი501 113 200

ხშირი კითხვები

პასუხი ვერ იპოვეთ? მოგვწერეთ WhatsApp-ში

კითხვა გაქვთ? მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ.

ფასს, ვადას და საჭირო დოკუმენტებს დაგიზუსტებთ.

WhatsApp 501 113 200